„იმ სიყვარულით უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები, რა სიყვარულიც გვასწავლეს ჩვენმა მშობლებმა ერთმანეთის მიმართ. ამ სიყვარულით მოდის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ამავე სიყვარულით უნდა დახვდეს ნინოწმინდის და ახალქალაქის მოსახლეობა“, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ვოლსკიმ ნინოწმინდაში მოსახლეობასთან შეხვედრაზე.
„სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება, რომ რაც შეიძლება მეტი და მძლავრი კავშირები განავითაროს საქართველოს რეგიონებს შორის. ეს, არ ეხება მხოლოდ თბილისს. ეს ეხება აღმოსავლეთს, დასავლეთს, სამხრეთ და ჩრდილოეთ საქართველოს რეგიონებს. ჩვენ, უფრო კარგად და სიღრმისეულად უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს და ზუსტად იმ სიყვარულით უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები, რა სიყვარულიც გვასწავლეს ჩვენმა მშობლებმა ერთმანეთის მიმართ. ამ სიყვარულით მოდის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ამავე სიყვარულით უნდა დახვდეს ნინოწმინდის და ახალქალაქის მოსახლეობა“, განაცხადა ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.