„ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2" მორიგ აუდიჩანაწერს ასაჯაროვებს. სატელეფონო ჩანაწერში, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების" ერთ-ერთი დაფუძნებელი ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელი ნიკოლოზ ასანიძე საუბრობენ.
ჩანაწერში სპორტის ყოფილი მინისტრი ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გვარს ახსენებს და აღნიშნავს, კვირიკაშვილი „ომეგა ჯგუფის" საქმეზე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.
ლევან ყიფიანი: „მითხრა, რომ დაიჭირე ამასთან.
ნიკოლოზ ასანიძე: ბიძინას....
ლევან ყიფიანი: კი, ოთართან დავიჭირე, აი ეს იყო ბოლო ჩვენი შეხვედრა მოვედი, მივედი ოთარისთან, ასე თუ ისე მე გაყოფილი მაქვს თავი შარში და ის პრობლემები, რომლებიც იყოშექმნილი და რომელიც მე ეხლა ბიძინამაც შენიშვნა მითხრა, რატომ არ მოხვედი ჩემთან, რატომ მიხვედი სხვაგან, რატო ისა და ასე ვთქვათ, მე ავიღე ჩემ თავზე, ეს უდარი.
ნიკოლოზ ასანიძე: საიდან გახმაურდა? როგორ იმას ქნა ეს ამბავი ერთხელ დამირეკე შენ და მითხარი, რომ....
ლევან ყიფიანი: მივედი პრემიერ მინისტრთან და ვუთხარი ესე და ესე და პრემიერ მინისტრი ავარდა იქა და უთხრა ესე და ესე რო რაღაცა ეს. ისე შენო რას პანიკობო, ესო ყველაფერიო....
ნიკოლოზ ასანიძე: ეს ოთარიმ გითხრა?
ლევან ყიფიანი: ეს მითხრა კვირიკაშვილმა.
ნიკოლოზ ასანიძე: არა ჯერ ოთარისთან გქონდა რაღაც დაძაბულობა.
ლევან ყიფიანი: დაძაბულობა უთხარი, რომ რა გინდა მეთქი შენ? რა გინდა მეთქი შენ? მე და ზაზა ერთად მივედით ზაზას ელაპარაკა მე უთხარი, რომ მე უთხარი, ზაზა არ არი მეთქი მერე მე მივედი მარტო ზაზა არ წამომყვა და მივედი მარტო. ნუ იქაც მოხდა შელაპარაკება.
ნიკოლოზ ასანიძე: შაბათს მირეკავდი რაღაც მინდა გითხრაო და მერე ბავშვთან ვარ ეხლაო, გასვენებაში ვიყავი.
ლევან ყიფიანი: კი, კი ხოდა მაგას გიყვები ხოდა მაგას გიყვები. მერე მოხდა ისე, რო იქ ბიძინაც ჩაერთო მეორედ, არა-მეთქი ყველაფერი მოვაგვარე, ჩვენი საერთო მეგობარი ჩადგა შუაში, ანუ ის დაძაბულობა მოიხსნა", ისმის სატელეფონო საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.