„წინასაარჩევნოდ არაერთხელ აღმინიშნავს, რომ კახა კალაძის კანდიდატურას სხვა პიროვნულ ღირსებებთან და უპირატესობებთან ერთად, ევროპული ცხოვრებისა და ადამინებისათვის მუნიციპალური თუ სხვა სერვისების მიწოდების ბუნებრივი ცოდნა ჰქონდა", ამბობს კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია.
ოდიშარია ტაქსებთან დაკავშირებულ რეფორმას ეხმაურება და აცხადებს:
„ახლა, როდესაც კალაძე იღებს პრინციპულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, ტაქსებთან დაკავშირებით, ის ნაკარნახევია მისი ცხოვრებისეული გამოცდილებით და მრავალჯერ ნანახით, გასიგრძეგანებულით და არა ყურმოკრულ თუ გაგონილ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
მის მიერ ამ მიმართულებით შემოთავაზებული ინიციატივა სხვა არაფერია, თუ არა ევროპული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკისა და ადამიანების მომსახურების თანამედროვე სტანდარტის დამკვიდრების პრინციპული მცდელობა.
მოუწესრიგებელი და არა ჰიგიენური ტაქსები, მხოლოდ უხიფათო როდია ჩვენი თანაქალაქელებისათვის, ეს ქვეყნის დამაზიანებელი სავიზიტო ბარათიც გახლავთ და ამაზე სამწუხაროდ არაერთ დედაქალაქის სტუმარს გაუმახვილებია ყურადღება.
ჩვენ გვინდა პარიზის, ლონდონის, მადრიდისა თუ მილანის მსგავსი სატრანსპორტო პოლიტიკა და დამერწმუნებით ეს არც თუ ისე რთულია, ქალაქის ხელისუფლების შესაბამისი ნების არსებობის ვითარებაში.
რადგან ასეთ ნებას თბილისის მერი ამჟღავნებს, ვფიქრობ თბილისელებმა მხარი უნდა დავუჭიროთ მას და მძღოლის როლში ვიქნებით, თუ მგვზავრის, უნდა გვესმოდეს, რომ საერთო საქმეს ვუდგევართ გვერდში”, აცხადებს ოდიშარია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.