რატი იონათამიშვილი: 13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ამ განცხადებით ასიამოვნა მათ ლიდერ სააკაშვილს და მის ახალ მეგობარ ოქუაშვილს
02-10-2018, 13:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი იმ 13 არასამთავრობო ორგანიზაციას გამოეხმაურა, რომელთა განცხადებით, ქვეყანა არის ღრმა კრიზისში და იმართება კრიმინალების ხელით.

 

 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს განცხადება „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ სკანდალური ჩანაწერებისა ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუს შემდეგ გააკეთეს.

 

 

„არასამთავორობო ორგანიზაციებმა ამ განცხადებით თავიანთი თავი საკმაოდ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენეს. მათ ფაქტობრივად დაადასტურეს, რომ არ ელოდებიან არც გამოძიებას, არც პროკურატურას, არც სასამართლოს და ეს არის განსაკუთრებით სამწუხარო, მითუმეტეს როცა აქვთ პრეტენზია, რომ პროცესი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იმართებოდეს არგუმენტებით - სამართლებრივ ჩარჩოებში. ამ ქმედებით მათ ასიამოვნეს თავიანთ ლიდერს სააკაშვილს და მის ახალ მეგობარ ოქუაშვილს. მაგრამ ჩვენ ეს სცენარი ნანახი გვაქვს და არც გვიკვირს, რადგან ამ ორგანიზაციების ლიდერი ეკა გიგაური გამოირჩევა 2007 წლის 7 ნოემბერს დარბევასთან დაკავშირებით. გუშინაც ვნახეთ, რომ ისინი სინქრონირებულად მოქმედებენ, რადგან სააკაშვილი ლამის გენპროკურორობას დაჰპირდა ეკა გიგაურს. სამწუხაროა, რომ სხვა ორგანიზაციებიც ამის ნაწილი ხდებიან. სააკაშვილის „re-make” ვერასდროს ვეღარ მოიტანს შედეგს ჩვენს ქვეყანაში“.

 

 

რატი იონათამიშვილმა ბრიტანეთში საექსპერტო ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შესახებაც ისაუბრა, რომლის მიხედვით, რამდენიმე აუდიოჩანაწერი დამონტაჟებული და გაერთიანებულია.

 


„არც გვიკვირს ეს ფაქტი და მოსალოდნელიც იყო. მათ მონტაჟი და ფაქტების ფაბრიკაცია კარგად იციან და ფაქტია, რომ იგივე მეთოდებით მოქმედებენ, რითაც თავი დაგვამახსოვრეს იმ წლების მანძილზე, როცა მართავდნენ საქართველოს. ძალიან სამწუხაროა, რომ მათ ვერ გამოიტანეს შესაბამისი დასკვნები, რომ ასეთი ინსტრუმენტები საზოგადოებაში არასდროს დადებითად არ აღიქმება და ავნებს მის ავტორებს“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი