პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ მუქარაში ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ამის შესახებ მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
„თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ მუქარაში ბრალდებული ს.დ. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 30 მაისს, განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ს.დ. ყოფილი მეუღლის ა.დ.-ს სახლში შვილების წასაყვანად მივიდა, რაზეც ა.დ.-მ უარი უთხრა. აღნიშნულით განაწყენებული ს.დ. ყოფილი მეუღლის სახლში შეღწევის მიზნით კარს ძლიერად ურტყამდა, შემდეგ კი ყოფილ მეუღლეს გადაწვით დაემუქრა და სახლის მიმდებარედ მდგომი ავტომანქანიდან საწვავის ჩამოსხმას ცდილობდა.
სამართალდამცველებმა ს.დ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ ს.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.