მაია ცქიტიშვილი: კრიზისი მთავრობას კი არა, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს
02-10-2018, 15:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, „ომეგა ჯგუფისა" და ტელეკომპანია „იბერიას" საქმეზე გავრცელებული აუდიოჩანაწერებით აპოკალიფსური სურათის დახატვა „ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა.

 

 

მინისტრი ამბობს, რომ აუდიოჩანაწერები არის დამონტაჟებული და გაუგებარია მთავრობის კრიზისზე საუბარი, როდესაც კრიზისი რეალურად „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს.

 

 

„ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა არის ის, რომ ეს არის მონტაჟი - ერთი ჩანაწერიც კი არ არის, სხვადასხვა ჩანაწერის მონტაჟია. ადამიანები ლაპარაკობენ რაღაც ვერსიებზე და შესაბამისად, გაუგებარია პრობლემა ამ შემთხვევაში და კრიზისი ამ შემთხვევაში მთავრობის - ვისმენთ კომენტარებს სამთავრობო კრიზისებზე. კრიზისი მთავრობას კი არა, „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს - საარჩევნო პროცესშია და ვერც კანდიდატი ვერ კრეფს, როგორც ჩანს, საჭირო ხმებს და არის საჭირო ისევ იმ ხელწერით, ისევ იმ აპოკალიფსის განცდის შექმნა, რათა მოხდეს ამ საარჩევნო პროცესში ჩართულობა.

 

 

მეორე მხრივ, „ომეგას" აქვს, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, კრიზისი, რადგან ვერ ახერხებს უკვე მეთორმეტეჯერ გადავადებული დავალიანების გასტუმრებას და შესაბამისად, ეს არის სპექკალი გათამაშებული ამ სტრუქტურების მიერ", უთხრა ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს.

 

 

„ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2" მორიგ აუდიჩანაწერს ასაჯაროვებს. სატელეფონო ჩანაწერში, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების" ერთ-ერთი დაფუძნებელი ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელი ნიკოლოზ ასანიძე საუბრობენ.

 

 

ჩანაწერში სპორტის ყოფილი მინისტრი ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გვარს ახსენებს და აღნიშნავს, კვირიკაშვილი „ომეგა ჯგუფის" საქმეზე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი