„ომეგა ჯგუფსა" და ტელეკომპანია „იბერიასთან" დაკავიშირებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს „ქართული ოცნების" ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე ეხმაურება.
ჭიჭინაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე პროკურატურის დუმილი შემაშფოთებელია.
„გავახსენებ საზოგადოებას, როდესაც ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერ მინისტრი, ბიზნესმენებთან შეხვედრაზე დაისვა კითხვა, სადაც ითქვა, რომ ბიზნესმა და ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლონო და იქ ივანიშვილის პასუხი იყო, რომ როგორც კი ვინმე მოგეკარებათ, იყვირეთ - მაუპატიურებენო. დრო დადგა, რომ სინამდვილეში ეს სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში დაბრუნდა, რადგან კულუარულად ბიზნესს აუპატიურებენ. ამდენი ხანი, რომ პროკურატურა დუმს, ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი", განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
„ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2" მორიგ აუდიჩანაწერს ასაჯაროვებს. სატელეფონო ჩანაწერში, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების" ერთ-ერთი დაფუძნებელი ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელი ნიკოლოზ ასანიძე საუბრობენ.
ჩანაწერში სპორტის ყოფილი მინისტრი ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გვარს ახსენებს და აღნიშნავს, კვირიკაშვილი „ომეგა ჯგუფის" საქმეზე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.