პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი ანდრიაძე: „ცინიკურად, ზუსტად საპატრიარქოსა და ანჩისხატის გვერდით გახსნეს „მასკარად კლუბი“
02-10-2018, 16:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცინიკურად, ზუსტად საპატრიარქოსა და ანჩისხატის გვერდით გახსნეს „მასკარად კლუბი“, აცხადებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი ანდრიაძე და მოითხოვს, „მოცილდეს მსგავსი ტიპის დაწესებულებები ისტორიულ ცენტრს, მით უმეტეს, რელიგიურ დაწესებულებებს“.

 


„თბილისის ცენტრში, საპატრიარქოს გვერდით გახსნილია „მასკარად კლუბი“ და მეორე მხარეს არის კაზინო. ეს არის იმ 60 000 გადამთიელის ჩამოსახლების ნათელი გამოხატულება. ცინიკურად, ზუსტად საპატრიარქოსა და ანჩისხატის გვერდით გახსნეს „მასკარად კლუბი“. არაფერი საერთო არ აქვს ჩემს განცხადებას მუსლიმ ძმებთან. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ყველა ღვთისმოშიში მუსულმანი მე მიჭერს მხარს. უბრალოდ, ეს მაფია, რომელიც ჩამოიყვანეს საქართველოში, აწყობს მსგავს მასკარადებს და ჩვენი მიზანია, ეს დავამთავროთ. ეს ხალხი თავის ქვეყნებში ვერ აკეთებენ, იმ აზიურ ქვეყნებში, რასაც აქ ბედავენ. ჩვენი მოთხოვნაა, მინიმუმ, მოცილდეს მსგავსი ტიპის დაწესებულებები ჩვენს ისტორიულ ცენტრს, მით უმეტეს, რელიგიურ დაწესებულებებს“, განაცხადა გიორგი ანდრიაძემ, რომლის სიტყვების ციტირებასაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი