თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) შიდა აუდიტის ტრენინგი დაიწყო. კურსი სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა გახსნა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა.
ბრიტანელი ექსპერტი, ჯონ ჩეშაირი საჯარო უწყებებში დასაქმებულ შიდა აუდიტორებს მნიშვნელოვან საკითხებზე გამოცდილებას გაუზიარებს. სამდღიანი ტრენინგი მსმენელებისთვის შიდა აუდიტის სამსახურის სპეციფიკის გაცნობასა და მათთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში დახმარებას ითვალისწინებს.
შიდა აუდიტის ტრენინგი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და ფინანსთა სამინისტროსთან კოორდინაციით წელს მეოთხედ იმართება.
კურსს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის რჩევით მოწვეული ექსპერტი, ჯონ ჩეშაირი ხელმძღვანელობს და მასში მონაწილეობას თავდაცვის სამინისტროსა და სხვა საჯარო უწყებების შიდა აუდიტორები იღებენ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.