ვაშინგტონში საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ქართული მხრიდან თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლაშვილი დაესწრნენ.
მხარეებმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების კუთხით ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა საერთაშორისო საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები იყო.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ლელა ჩიქოვანმა განაცხადა, ამერიკულმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოში, კერძოდ კი თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესსა და რეფორმებს, საქართველო დეფინიცირდა, როგორც სანდო პარტნიორი.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.