გრიგოლ ვაშაძე: როდესაც დავით ყიფიანის - ქართული ლეგენდის შვილს ბოტასების ქურდი ჩაიყვანს სარდაფში, გახდის და რაღაც საშინელებით დაემუქრება, ამას პოლიტიკური შეფასება კი არა, საქმის აღძვრა სჭირდება
02-10-2018, 18:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ე.წ. ხელისუფლება და თავის თავს რომ ეძახის - მმართველი პოლიტიკური ძალა საერთოდ გასული არის სამართლებრივი ველიდან, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ფინანსთა სამინისტროსთან, სადაც „ომეგა ჯგუფისა" და „იბერიას" თანამშრომლებმა აქცია გამართეს.

 


ვაშაძე „ომეგა ჯგუფისა" და ტელეკომპანია „იბერიას" საქმეზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანას კრიმინალური დაჯგუფება მართავს.

 

 

„კონსტიტუციამ და კანონმდებლობამ, მათ შორის საგადასახადომ, შეწყვიტა მოქმედება და ყველა ჩვენ ვართ კრიმინალური, მაფიოზური დაჯგუფების ხელში, რომელიც კრიმინალური, ბანდიტური მეთოდებით უსწორდება ოპონენტებსაც და თავის მომხრეებსაც.

 

 

როდესაც დავით ყიფიანის - ქართული ლეგენდის შვილს ბოტასების ქურდი ჩაიყვანს სარდაფში, გახდის და რაღაც საშინელებით დაემუქრება, ამას პოლიტიკური შეფასება კი არა, სასწრაფოდ სჭირდება საქმის აღძვრა თან სულყველა ჩანაწერზე და ყველა ეპიზოდზე ცალ-ცალკე; ყველა ფიგურანტის დაკითხვა; სასწრაფოდ სასამართლოში მიტანა ამ საქმეების და სასწრაფოდ განაჩენის გამოტანა", უთხრა ჟრნალისტებს გრიგოლ ვაშაძემ.

 

 

„ომეგა ჯგუფის" საქმეზე კიდევ ერთი აუდიოჩანაწერი დღეს „რუსთავი 2"-მა გაასაჯაროვა. სატელეფონო საუბარში ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გვარი ფიგურირებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი