ქალბატონ სალომეს აქვს უზარმაზარი დიპლომატიური გამოცდილება და ამ გამოცდილების უკან დგას ძალიან სერიოზული კავშირები საერთაშორისო დონეზე, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომაც, ვუჭერთ მხარს ამ ადამიანს, გარდა ამისა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ადამიანი იქნება აბსოლუტურად ნეიტრალური, არ იქნება არც ერთ მხარეზე, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია გაჩეჩილაძემ ასპინძაში, სადაც „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას შეხვდა.
„კონსტიტუცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ იქნება მისი სახელმძღვანელო და რომლის მიხედვითაც ის გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე, სტაბილურობა, ადამიანთა შორის მეგობრობა და ა.შ. ქალბატონი სალომე ყველაფერს გააკეთებს, რომ როგორმე გავიაროთ რთული პერიოდი და ბოლომდე მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი საყვარელი მოსახლეობა ფეხზე წამოდგეს და ყველა ადამიანი კმაყოფილი იყოს ცხოვრებით", განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.