„ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით მათიკაშვილი 13 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. ამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებული მოვლენების ფონზე, სამოქალაქო საზოგადოება აცხადებს, რომ ქვეყანაში ელიტური კორუფციისა და არაფორმალური მმართველობის გამოძიების რესურსი აღარ არსებობს.
მათიკაშვილის თქმით კი, საჭიროა მოხდეს ფაქტების გადამოწმება, ვიდრე ასეთი ტიპის განცხადებები გაკეთდება.
„ნება მომეცით, გიგაურისა და მისი მეგობრების მიერ შედგენილ დასკვნას და მოსაზრებებს კითხვის ნიშნები დავუსვა. როდესაც ისინი საუბრობენ ყოველგვარი შემოწმების და სამართლებრივი პროცედურების გარეშე რაიმე დასკვნების გამოტანაზე, აშკარად ჩანს ტენდენციურობა.
არასამთავრობო ორგანიზაციები პირველ რიგში დაინტერესებული უნდა იყვნენ, რაიმე ტიპის
კითხვის ნიშანი ხომ არ არსებობს ჩანაწერში თუ ვინმეს განცხადებაში.
შესაბამისად, თუ ამ ყველაფრის გადამოწმებას არ მოვახდენთ,ნაადრევი მსჯელობა მხოლოდ და
მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ და პირდაპირ ვიტყვი საქართველოს მტრებს უხარიათ”, განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.