ახმეტაში „ახმეტობა 2018“ გაიმართა
02-10-2018, 19:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქალაქ ახმეტაში სახალხო დღესასწაული ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე „ახმეტობა 2018’’ აღინიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით, ახმეტაში, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობდა.

 


„ჩატარდა დოღი, მოეწყო ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა.

 


სახალხო ზეიმზე ქალაქ ახმეტის ცენტრში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და მოწვეული ჯგუფი - „ურსას’’ მონაწილეობით გაიმართა კონცერტი.

 

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი.

 


ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდა მოჭიდავე ალეკო დავითაშვილი, რომელმაც მრავალჯერ ასახელა თავისი მშობლიური მხარე და საქართველო მსოფლიო ასპარეზზე.

 


სახალხო ზეიმს ესწრებოდნენ ახმეტის მუნიციპალიტეტთან დამეგობრებული სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები - ლიეტუვადან პანევეჟისისა და კლაიპედას რაიონების წარმომადგენლები, ლატვიიდან კი ლიგატნეს მხარის დელეგაცია", ნათქვამია ახმეტის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი