მამუკა მდინარაძე: ძალიან უხერხულ ან სასაცილო მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ის წარმომადგენლები, რომლებიც ნაჩქარევ დასკვნებს აკეთებენ
02-10-2018, 19:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით 13 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვიდრე სრულყოფილი ინფორმაცია არ იქნება ცნობილი ამ საქმესთან დაკავშირებით, დასკვნების გამოტანა ნაადრევია.

 

 

„როგორც მინიმუმ, ძალიან უხერხულ ან სასაცილო მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ის წარმომადგენლები, რომლებიც ნაჩქარევ და ნაადრევ დასკვნებს აკეთებენ კონკრეტულ ქეისთან დაკავშირებით. საქმე გვაქვს ცალმხრივად წარმოებულ ნეგატიურ კამპანიასთან და ამის შეფუთვა ხდება გარკვეული გაუგებარი ჩანაწერებით, რომელთა დაკავშირებითაც გავრცელდა ექსპერტიზის დასკვნა, რომ საქმე გვაქვს მონტაჟთან. გამოძიებამ უნდა დაადგინოს გაცილებით მეტი, სრულყოფილი ინფორმაცია და დეტალები, იმასთან შედარებით, რაც დღეს გვაქვს. ამის შემდეგ უფრო დაბეჯითებით შეგვეძლება ამ საკითხზე მსჯელობა და იმ ადამიანებმა, რომელთაც პრეტენზია აქვთ ობიექტურობაზე ცალმხრივი ინფორმაციის საფუძველზე არ უნდა გააკეთონ განცხადებები“, განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი