გედევან ფოფხაძე: ერთადერთი, რაც მწყინს სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიის პროცესში, არის ის, რომ ჩვენ დავკარგავთ ძალიან ღირსეულ კოლეგას პარლამენტში
02-10-2018, 19:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრას ასპინძაში „ქართული ოცნების“ დეპუტატი გედევან ფოფხაძეც დაესწრო. ფოფხაძის თქმით, ზურაბიშვილი არის ემიგრაციის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი, რომელიც თავისი პროფესიონალიზმით, განათლებით და ღირსებით გამოირჩევა. ოცნების დეპუტატს სალომეს გაპრეზიდენტების შემთხვევაში ღირსეული კოლეგის დაკარგვა სწყინს პარლამეტში.

 

 

„სალომე ზურაბიშვილი  ჩვენი ემიგრაციის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელია, რომელიც თავისი პროფესიონალიზმით, განათლებით და ღირსებით გამორჩეული ადამიანია. იგი იდგა როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, რომელიც იბრძოდა სამართლიანობისთვის და უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. მე მეამაყება, რომ იგი დღეს ჩემი კოლეგაა. ერთადერთი, რაც მწყინს მისი საპრეზიდენტო კამპანიის პროცესში, არის ის, რომ ჩვენ დავკარგავთ ძალიან ღირსეულ კოლეგას პარლამენტში. ადამიანს, რომლის გადაწყვეტილებებს და შეფასებებს მე ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვნად აღვიქვამ და ჩემთვის მისი აზრი სულერთი არასდროს იქნება და ერთგვარი მორალური ტექსტია სალომე ზურაბიშვილი, როდესაც შენ ასე თუ ისე იქცევი, ის როგორ აფასებს შენს დამოკიდებულებას, რადგან ამ ადამიანს აქვს ძალიან მაღალი მორალური სტანდარტი და მისი ეს სტანდარტი მოდის მისი შთამომავლობით, მისი აღზრდით, მისი პიროვნული ღირსებებით. მე ნამდვილად მგონია, რომ აქ ასპინძაში ასეთ ღირსეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა. ასპინძა არის ის რაიონი, რომელიც ყველაზე უფრო ახლოსაა ისტორიულად დიდ ქართულ სახელმწიფოსთან“, განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი