„ქალბატონი გიგაური არ მობრძანდება პროცესზე, როცა სარჩელის ინიციატორი თავად არის“ - გოგა ხაინდრავას და ეკა გიგაურს შორის დავის განხილვა ვანო მერაბიშვილისა და ბადრი ბიწაძის დაკითხვით გაგრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში
02-10-2018, 20:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკა გიგაურსა და გოგა ხაინდრავას შორის დავის განხილვა ვანო მერაბიშვილისა და ბადრი ბიწაძის დაკითხვით გაგრძელდება. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, უწყება მერაბიშვილსა და ბიწაძეს უახლოეს პერიოდში გაეგზავნებათ.

 

 

„შემდეგ პროცესზე მოიყვანენ ვანო მერაბიშვილსა და ბადრი ბიწაძეს, რომლებიც დაადასტურებენ ან არ დაადასტურებენ საკუთარ ხელმოწერებს. ის, რაც ხდება, არის საოცარი – ქალბატონი გიგაური არ მობრძანდება პროცესზე, როცა სარჩელის ინიციატორი თავად არის. მიდის ზეწოლა არამარტო საზოგადოებაზე, არამედ სასამართლოზე, რადგან ხვდება, რომ ცუდად აქვს სასამართლოში საქმე. ის ემალება სასამართლოს. მან ვადაზე ადრე მიიღო კაპიტნის წოდება“, განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა.

 

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს. მოპასუხეებმა ეკა გიგაური დაადანაშაულეს 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლის წახალისებაში. ეკა გიგაურის უფლებადამცველი სიმბოლურად, მორალური ზარალის ასანაზღაურებლად 30 თეთრს ითხოვს.

 

 

რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ მას აქვს დოკუმენტი, რომელიც ეკა გიგაურისთვის კაპიტნის წოდების ვადაზე ადრე მინიჭებას ადასტურებს.

 

 

ხაინდრავას განცხადებით, კაპიტნის წოდება გიგაურმა 7 ნოემბრის აქციის დარბევის გამო მიიღო. მისივე ხელმოწერით კი 7 ნოემბრის დარბევაში მონაწილე ბარისახოს მესაზღვრეები პრემიით დაჯილდოვდნენ.

 

 

საქალაქო სასამართლოში შემდეგი პროცესი 8 ნოემბერს 15:00 საათზე გაიმართება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი