დავით უსუფაშვილი: სერიალები გაგრძელდება და ხელისუფლებას რატომ აწყობს ამაზე დუმილი ან ხელის აქნევა, არ მესმის
02-10-2018, 20:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა „ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა, რომ სერიალები გაგრძელდება და ხელისუფლებას რატომ აწყობს ამაზე დუმილი ან ხელის აქნევა, არ მესმის.

 

 

„იმედი მაქვს, ხელისუფლებაში გამოჩნდება ვინმე ჭკვიანი, რომელიც დაინახავს, რომ თუ ხელისუფლებამ ამ საკითხში სიცხადე დროზე არ შეიტანა, როგორც ჩანს, არჩევნებამდე ყოველდღე გვექნება ჩანაწერების ხილვის ბედნიერება და ამის თაობაზე სპეკულაციები. ამით დაზარალდება ხელისუფლება. მე არ მესმის, დღემდე როგორ ვერ ხვდებიან და როგორ მიიჩნევენ, რომ თუ არაფერს გააკეთებენ, ამით არაფერი მოხდება.

 

 

ფაქტია, რომ ზაზა ოქუაშვილმა მხოლოდ ახლა დაიწყო ამ თემებზე საუბარი. ეს ნიშნავს, რომ ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში სიამტკბილობაში იყო ეს ხალხი, ყველა ვინც ამ სიტუაციაში იყო ჩართული და უამრავი რამ აქვთ, როგორც ჩანს, ერთმანეთთან ნათქვამი. ასე რომ, სერიალები გაგრძელდება და ხელისუფლებას რატომ აწყობს ამაზე დუმილი ან ხელის აქნევა, არ მესმის“, აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი