„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ვერის ბაღში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ გასულია სამართლებრივი სფეროდან, სადაც კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ნაცვლად მოქმედებს კრიმინალური წესები, როგორიც 90-იან წლებში რუსეთში იყო.
ვაშაძის თქმით, ქვეყანაში უმუშევრობა და კრიმინალი საგრძნობლად გაზრდილია. ვაშაძემ 28 ოქტომბრის არჩევნებს ღირსების არჩევნები უწოდა, რომელზეც, მისი თქმით, ქართველმა ხალხმა არჩევანი კანონის უზენაესობის, თანასწორობისა და სამართლიანობის სასარგებლოდ უნდა გააკეთოს.
„სიღარიბეს, შიმშილს, უმუშევრობას, არაადეკვატურ ჯანდაცვას დაემატა ის, რომ აღმოვაჩინეთ – ჩვენ ხელისუფლება არ გვყავს. ჩვენ აღმოვჩნდით იმ სიტუაციაში, როცა „ქართული ოცნება“ გასულია სამართლებრივი სფეროდან, სადაც კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ნაცვლად მოქმედებს კრიმინალური წესები, როგორიც 90-იან წლებში რუსეთში იყო. ეს ჩვენთვის მიუღებელია. საქართველოს მოქალაქეები კბილებით ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობასა და ქვეყნის სუვერენიტეტს 28 წლის განმავლობაში, ახლა კი, ჩვენ ვდგავართ იმ რისკის წინაშე, რომ სახელმწიფოც დავკარგოთ. 28 ოქტომბერს ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს მაფიოზურ მმართველობასა და თანამედროვე სახელმწიფოს შორის“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.