ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი იმდენად ცუდად არის, რომ დღეს ის საავადმყოფოდან საპატიმროში აღარ დააბრუნეს და გამოკვლევებისთვის კლინიკაში დატოვეს.
ადვოკატებისა და ოჯახის წევრებისთვის ვანო მერაბიშვილის მძიმე მდგომარეობას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ სამოქალაქო საავადმყოფოში ის უკვე მეხუთედ გაიყვანეს.
მერაბიშვილის ადვოკატებისთვის ცინიკურია სასჯელაღსრულების დაწესებულების პოზიცია და ხელისუფლების წარმომადგენლების დამოკიდებულება.
„კურიერის“ ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის ადვოკატებისა და ოჯახის წევრებისთვის უცნობია, ამ ეტაპზე რა სახის კვლევები უნდა ჩაატარონ „მედიქლაბის“ ექიმებმა, თუმცა, საეჭვოა ის გარემოება, რომ ამჯერად მერაბიშვილს ღამით კლინიკიდან არ უშვებენ.
ოჯახი მზად არის, რომ ხელისუფლების თანხმობის შემთხვევაში, მერაბიშვილისთვის სწორი დიაგნოზის დასასმელად სპეციალისტები უცხოეთიდან მოიწვიონ.
ამ შეთავაზებაზე მერაბიშვილის ახლობლები პასუხს ელოდებიან. პენიტენციურ დაწესებულებაში აცხადებენ, რომ პატიმარი ანალიზებისა და გამოკვლევებზე მოწამვლის გამოსარიცხავად გადაიყვანეს.
ყოფილ პრემიერს კლინიკა „მედიქლაბიდან“ ხვალ გაწერენ. მისი იურისტები კი ორთვიან უშედეგო მკურნალობაზე პასუხისმგებლობას მთლიანად ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი იუსტიციის სამინისტროს აკისრებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.