3 შვილის დედას მაია ოთინაშვილს, რომელიც ე.წ. მესაზღვრეებმა საკუთარი ბაღიდან გაიტაცეს, ცხინვალის იზოლატორში ორი თვის გატარება მოუწევს
02-10-2018, 22:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამი შვილის დედას, მაია ოთაინაშვილს ცხინვალის იზოლატორში, სულ მცირე, ორი თვის გატარება მოუწევს. ოთინაშვილი ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ხურვალეთიდან გაიტაცეს. მას ჩაუსაფრდნენ და საკუთარი ბაღიდან და შეარაღებულმა პირებმა გაიტაცეს.

 

 

თვითმხილველები ყვებიან, რომ ოკუპანტებმა ოთინაშვილი მავთულხლართებს მიღმა ძალის გამოყენებით გადაიყვანეს და ახალგორის იზოლატორში მოათავსეს.

 

 

სამი შვილის დედა სოფელ ხურვალეთის საოკუპაციო საზღვართან მოსავლის ასაღებად იყო გასული. უკვე სამი დღეა, ოჯახს არავინ დაკავშირებია და გატაცებულის მდგომარეობისა და ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იციან, ერთადერთი საინფორმაციო წყარო მათთვის ქართული მედიაა.

 

 

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებს, რომ საქართველოს მოქალაქე საოკუპაციო ხაზზე მოქალაქეების უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით დააკავეს და მას ე.წ. სასამართლომ უკვე შეუფარდა ორთვიანი პატიმრობა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი