პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს უჭერს „ქართული ოცნება“, დღეს ახალციხეში მხარდამჭერებს შეხვდა და მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ზურაბიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უხსენებელს უწოდებს.
„პრეზიდენტი ანიჭებდა თავისი ნებით მოქალაქეობას, ანუ ერთ დროს, წინა პრეზიდენტი, რომელსაც მე არ ვახსენებ საერთოდ, უხსენებელს ვეძახი, არ ვიცი სომხურად თუ არის ეს სიტყვა. ის ურიგებდა ზოგ თურქ მოქალაქეებს, რომლებიც ჩამოსული იყვნენ ბათუმში, მაგრამ არანაირად დაკავშირებული საქართველოსთან მანამდე. ახლანდელი პრეზიდენტი უარს ამბობს ხშირად და არავინ არ იცის, რა კრიტერიუმებზე დაფუძნებული“, განაცხადა ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.