პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „არჩევანის“ ეთერში არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ სამართლებრივი სტრუქტურების პოლიტიზება ხდება, ხოლო პარლამენტი სუსტია.
ირაკლი კობახიძე მესამე სექტორის განცხადებას „აბსოლუტურად არა სერიოზულს“ უწოდებს. კობახიძის თქმით, მესამე სექტორი მტკიცებულებების გარეშე საუბრობს.
„ეს არის 13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული შეხედულებები.
ეს არის უტიფრობა, ეს არის უკეთეს შემთხვევაში არაკომპეტენტურობა, რაც მე არ მგონია, რომ ერთადერთი მიზეზი იყოს“, განაცხადა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.