ირაკლი კობახიძე: ზაზა ოქუაშვილს კაპიკი არ გადაუხდია არავისთვის, მას აქვს თავისი სუბიექტური ინტერესი
02-10-2018, 23:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემა „არჩევანში“ „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დღეს ბიზნესზე არავითარი ზეწოლა არ ხდება.  მან პარალელი გაავლო იმ დროსთან, როდესაც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო და აღნიშნა, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო სისტემური ეს პრობლემა, რადგან მაშინდელმა ხელისუფლებამ „ქურდის ინსტიტუტის ნაციონალიზაცია მოახდინა“.

 

 

კითხვაზე, რატომ ხდება ნებისმიერ საკითხზე გასული „9 წლით“ აპელირება, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ამ თემაზე მუდმივ რეჟიმში უნდა იყოს საუბარი, რომ საზოგადოებას არ დაავიწყდეს, რა ხდებოდა მაშინ.მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში აღარ გამეორდეს. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ არჩევნებში „ ქართული ოცნების“  მხარდაჭერილი კანდიდატი - სალომე ზურაბიშვილი, გაერთიანებულიოპოზიციის კანდიდატს დაამარცხებს. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა კონკურენტებს შესთავაზა, რომ წარემართათ ევროპული სტილის კამპანია, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს შავი პიარის გამოყენებით ომს და ამის ნაწილია „ომეგა ჯგუფის“ საქმეც.

 

 

 

„ჩვენ როცა ვსაუბრობთ პოლიტიკურ ზეწოლაზე, საუბარია პოლიტიკურ ზეწოლაზე. რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ გამორიცხავს კონკრეტულ დანაშაულს, როცა ერთი ადამიანი ახორციელებს მეორეზე ზეწოლას, მაგრამ პოლიტიკური ზეწოლა სწორედ ამას გულისხმობს, რომ არ არის აქ ჩარეული პოლიტიკური ელემენტი. ამაზე ვაგებთ დღეს ჩვენ პასუხს. გამორიცხულია საუბარია რაიმე სისტემურ პრობლემაზე ამ კუთხით, ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს ბიზნესის რეკეტი, ქურდის  ინსიტიტუტი, რომელიც სახელმწიფომ თავის თავზე აიღო. დღეს არის სიტუაცია რადიკალურად განსხვავებული. საქართველოში არის უამრავი ბიზნესმენი და აქ რომ იყოს რაიმე პრობლემა, სისტემური კუთხით, ამაზე ეცოდინებოდა მთელსსაქართველოს. არავითარი პრეცედენტები არ არსებეობს, ამის გარდა, ერთი შემთხვევისა, ეს არის ოქუაშვილის შემთხვევა, რომელსაც აქვს თავისი  სუბიექტური ინტერესი, ძალიან გამოკვეთილი ინტერესი - მას აქვს 50 მილიონი დავალიანება ხალხის წინაშე. ეს არის ჩვენი ფული, ეს არის მოსახლეობის ფული.

 

 

2012 წლამდე იყო კატასტროფა და დღეს არის კარგი ვითარება. იმას კი არ ვამბობთ, რომ იმაზე უკეთესი ვართ, ბევრად მეტი ვართ. დღეს გვაქვს ყველა მიმართულებით ჯანსაღი ვითარება.

 

 

 ამ კამპანიის ნაწილია ომეგას საქმე. მე პოლიტიკურ ზეწოლას ბიზნესზე მთლიანად გამოვრიცხავ. არის ბიზნესმენი ოქუაშვილი, რომელიც ამბობს რას? - ერთი, ის ამბობს, რომ კაპიკი არ გადაუხდია არავისთვის წლების განმავლობაში. ეს არის ის ბიზნესმენი, რომელსაც ნაცმოძრაობამ წაართვა ბიზნესი. ქვეყნიდან იძულებულ იყო, გაქცეულიყო და რა გააკეთა ქართული ოცნების ხელისუფლებამ. ოქუაშვილი დაბრუნდა საქართველოში, მან დაიბრუნა ბიზნესი და ტელევიზია და მისთვის არავის არაფერი მოუთხოვია. მთელი ამ წლების განმავლობაში მას კაპიკი არ გადაუხდია არავისთვის. მეორე - თავად ამბობს, რომ მას 11-ჯერ გადაუვადეს დავალიანება. ამ შემთხვევაში დასკვნა არის უტყუარი. თუ შენ ფული არავისთვის გადაუხდია და 11-ჯერ გადაუვადეს ვალი. გამოდის, რომ იქით გქონია ზეწოლა სახელმწიფოზე“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი