საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქუვეითის პრემიერ-მინისტრს შეიხ ჯაბერ ალ-მუბარაქ ალ-ჰამად ალ-საბაჰს სამძიმარს უცხადებს.
"საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გამოვთქვამ უდიდეს მწუხარებას 2015 წლის 26 ივნისს იმამ სადიქის მეჩეთში განხორციელებული აფეთქების გამო, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. საქართველო უპირობოდ გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას მსოფლიოში. ამ სასტიკ და შემაძრწუნებელ აქტს ჩვენ განვიხილავთ, როგორც უმძიმეს დანაშაულს მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. გარწმუნებთ, გლოვის ამ მძიმე წუთებში ქართველი ხალხი გვერდით უდგას მეგობარ ქუვეითელ ხალხს. ჩვენ გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.