სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი მცხეთა-მთიანეთის მხარეში შალვა კერესელიძე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე დუშთის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ისაუბრეს და განიხილეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის „კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტის“ ხელშეწყობის გზები.
მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულმა-გუბერნატორმა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად იმ ღონისძიებებზე იმსჯელა, რომელიც „კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტის“ წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს და ადგილობრივ მოსახლეობას საჭირო ინფორმაციით დროულად უზრუნველყოფს.
მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაცია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაციის ფარგლებში, „კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტის“ განხორციელებას მონიტორინგს გაუწევს და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის ზრდას.
ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.