დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ბოდორნაში ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ჰესი ექსპლუატაციაში შევიდა და საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში ჩაერთო. „ბოდორნაჰესის“ გახსნას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე დაესწრო.
„ბოდორნაჰესის“ დადგმული სიმძლავრე 2.5 მგვტ-ია. ე.წ. „მწვანე“ ჰესის მშენებლობა კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ნიდერლანდების განვითარების ბანკის (FMO) და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოების (DEG) ფინანსური თანადგომით განახორციელა. ინვესტიციამ 10 მლნ ლარი შეადგინა.
„ბოდორნაჰესი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ და კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალურმა დირექტორმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმოამდგენლებთან ერთად გახსნეს.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.