პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე გადამწვეტი დღე 2012 წლის 1-ლი ოქტომბერი იყო - დღე, როდესაც ქართველმა ერმა უარი უთხრა ღირსების შემლახველ რეჟიმს და აირჩია თავისუფლება, რითაც მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანა განვითარების ახალ რელსებზე გადავიდა.
„2012 წლის 1-ლი ოქტომბერი გადამწყვეტი დღე გახდა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე - ექვსი წლის წინ ქართველმა ერმა გააკეთა არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ და უარი უთხრა ადამიანის ღირსების შელახვაზე დაფუძნებულ რეჟიმს.
ამ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ერთან ერთად მოიპოვა უდიდესი გამარჯვება, მშვიდობიანი გზით შეიცვალა ხელისუფლება და დაიწყო სრულიად ახალი ეტაპი საქართველოს სახელმწიფოებრივი, დემოკრატიული განვითარების გზაზე.
საქართველო დღეს ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ექვსი წლის წინ. ჩვენ მივაღწიეთ წინსვლას ყველა სფეროში. ეს პროგრესი არის ხელშესახები, მაგრამ რჩება უამრავი სირთულე და გამოწვევა, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად გადავლახავთ. ჩვენი მიზანია, საქართველო გახდეს ერთიანი ეკონომიკურად ძლიერი, განვითარებული ქვეყანა და მივაღწიოთ ჩვენ საერთაშორისო მიზნებს - საქართველო გახდეს ევროპული ოჯახისა და და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი”, განაცხადა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.