მამუკა ბახტაძე გავრცელებული აუდიოჩანაწერების შესახებ საუბრობს: იმ ადამიანებს, ვინც ფიგურირებენ ამ ჩანაწერებში, აქვთ უფლება, საგამოძიებო ორგანოებს და საზოგადოებას მიაწოდონ სრული ინფორმაცია
03-10-2018, 11:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ომეგა ჯგუფთან" და ტელეკომპანია „იბერიასთან" დაკავშირებით ბოლო პერიოდში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.

 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, შეკითხვებს, რომლებსაც აღნიშნული ფარული აუდიჩანაწერები აჩენს, პასუხი გამოძიება უნდა გასცეს.

 


პრემიერ მინისტრის თქმით, რაც შეეხება მედიაპლურალიზმსა და ბიზნესს, ამ შეთმთხვევაში, მედიის თავისუფლებისა და ბიზნესსაქმიანობის გაიგივება არასწორია.

 

 

„მიმდინარეობს გამოძიება. იმ ადამიანებს, ვინც ფიგურირებენ ამ ჩანაწერებში, აქვთ უფლება, საგამოძიებო ორგანოებს, ისევე როგორც საზოგადოებას, მიაწოდონ სრული ინფორმაცია - იმისთვის, რომ ყველა კიდევ ერთხელ კარგად დარწმუნდეს თუ რასთან გვაქვს საქმე.

 

 

ასევე მე გავაკეთე კომენტარი უკიდურესად უპასუხისმგებლო ქცევაზე, რომელიც უკავშირდება იმ საკითხს, რომ ცდილობენ დაუკავშირონ თავისუფალი მედიის ფუნქციონირება საგადასახადო საკითხებს. არსებობს კომერციული საქმიანობა, არსებობს ბიზნესი. ამ შემთხვევაში, ჩვენ საქმე გვაქვს თამბაქოს წარმოებასთან, რომელმაც უნდა გადაიხადოს გადასახადი ისევე, როგორც ნებისმიერმა ეკონომიკურმა აგენტმა. და ჩვენ გვაქვს თავისუფალი მედია, შესაბამისად, ამ საკთხების ერთმანეთთან დაკავშირება ეს არის სრული უპასუხისმგებლობა", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი