სამშენებლო კომპანია „სვეტის" დამფუძნებლის, გივი ჯიბლაძის დაკავებას გაზეთ „ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ეხმაურება. ჯიბლაძის დაკავებამდე „ქრონიკა +"-ში დაიბეჭდა სტატია, სადაც მოცემული იყო გივი ჯიბლაძის ხელნაწერი. ხელნაწერში ჯიბლაძე თავად წერდა, ხელისუფლებიდან ბიზნესის მფარველობის სანაცვლოდ, ვის და რა ოდენობის ქრთამს აძლევდა.
კილაძე ამბობს, რომ თანხის ერთ-ერთი მიმღები სუს-ის მოქმედი მაჩალჩინოსანი გრიგოლ ლილუაშვილი იყო.
„გრიგოლ ლილუაშვილი, როდესაც იყო თბილისის ვიცე მერი, მას ევალებოდა ნებართვების მოპოვება და „სვეტისთვის“ გარკვეული სასათბურე პირობების შექმნა და ამ სიტუაციაში ის იღებდა იმ წილს „სვეტიდან“, რაც იყო გაფორმებული სხვადასხვა პირებზე.... კალაძის მოსვლის შემდეგ, ჯიბლაძის განმარტებითვე, სიტუაცია შეიცვალა. იყო თუ არა ეს კალაძისა და ლილუაშვილის დაპირისპირება? - დიახ, იყო, კალაძესა და ლილუაშვილს შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც თბილისის მერიაში ვიცე მერი იყო ლილუაშვილი და გაგრძელდა მას შემდეგ, რაც ლილუაშვილი გადავიდა სუს-ის უფროსის მოადგილედ. ეს არის ჩვეულებრივი სახელისუფლო რეკეტი", აცხადებს ელისო კილაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.