ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში, სადაც წლების განმავლობაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება არ არსებობდა, ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება.
მოხეში, იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
საბავშვო ბაღის შენობა განკუთვნილია სამი საბავშვო ჯგუფისათვის და მოხის მიმდებარე 12 სოფლის აღსაზრდელებს მოემსახურება.
იაპონიის საელჩოს მონიტორინგის ჯგუფმა, ადგილობრივ ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „world vision საქართველოს“ წარმომადგენლებთან ერთად, შუალედური მონიტორინგი განახორციელა და სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე მოინახულა.
ინფორმაციას ადიგენის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.