არჩილ თალაკვაძე: „ზაზა ოქუაშვილი მას შემდეგ უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს, როდესაც ვერ ნახულობს გზას, როგორ არ გადაუხადოს სახელმწიფოს დავალიანება“
03-10-2018, 13:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ზაზა ოქუაშვილი როდესაც ვერ ნახულობს გზას, როგორ არ გადაუხადოს სახელმწიფოს დავალიანება, ამის შემდეგ უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს“, აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.

 

 

„ჩვენ ვიმყოფებით ისეთ წინასაარჩევნო პროცესში, როდესაც ოპონენტები - „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ ჩვენ მიმართ აჟღერებს იმ ბრალდებებს, და ეს არის ოთხი თემა, სადაც ამ გუნდმა განიცადა ყველაზე დიდი კრახი მმართველობის დროს. ეს არის ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება, აგვისტოს ომი - საქართველოს საგარეო პოლიტიკა ამ მიმართულებით და ბიზნესის თავისუფლება. ვნახოთ მათ მიერ მართული მედია, მათი სპიკრები, მათი პოლიტიკოსები - ყველაზე მეტი საუბარი მიდის ამ ოთხ თემაზე და ყველაზე ხშირად იმ თემებზე, რაც მათ დროს იყო ყველაზე დიდი პრობლემა.

 


ერთი შეკითხვა მექნება ბატონ გოკასთან - თქვენ ეყრდნობით ზაზა ოქუაშვილს და გჯერა მისი მონაყოლის ხომ? ზაზა ოქუაშვილმა ამავე გამოსვლაში ასევე ისაუბრა რომ თქვენი პარტია „ევროპული საქართველო“ არის „ქართული ოცნების“ სატელიტი. ამას ეთანხმებით?“

 

 

ზაზა ოქუაშვილი როდესაც ვერ ნახულობს გზას, როგორ არ გადაუხადოს სახელმწიფოს დავალიანება, ამის შემდეგ უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მისი მტკიცებით, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გეგმით მოქმედებს.

 


„უიშვიათეს გამონაკლისთან გვაქვს საქმე, როდესაც ადამიანს აქვს სახელმწიფოს წინაშე 50 მილიონიანი დავალიანება, ასევე აქვს კერძო სექტორთან, კონკრეტულ ბანკთან-„საქართველოს ბანკთან“ 80 მილიონიანი დავალიანება, ამის შემდეგ, მაღალი ალბათობით, ეს ადამიანი როდესაც ვერ ნახულობს გზას როგორ არ გადაუხადოს გადასახადები სახელმწიფოს, როგორ არ გადაუხადოს გადასახადები ბანკს, ამის შემდეგ ის უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს. ის ეუბნება, თუ შენ ამ სერიალებს გამოაქვეყნებ ყოველდღე, ამას მისცემ კამპანიის სახეს, ბრალს დასდებ ადამიანებს, რომლებიც არაფერ შუაში არ არიან ამ საქმესთან, მე შენ ამ ვალებს გაპატიებ,- განაცხადა თალაკვაძემ.

 


ამავე ეთერში თბილისის საკრებულოს წევრმა უმრავლესობიდან ბექა დავითულიანმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია ცდილობს რეალობის მოდელირებას და ხელისუფლებისთვის გადაბრალებას.

 


„ყველა დაიღალა წარსულის შეხსენებებით. უბრალოდ თქვენ, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ნარატივში გვამყოფებთ და ბრალს გვდებთ ყველაფერში, რაც თქვენ გაკეთებული გაქვთ და ჩვენ არ გაგვიკეთებია; ცდილობთ რეალობის მოდელირება გააკეთოთ და ჩვენ გადმოგვაბრალოთ, ამით გვაბრუნებთ წარსულში, - ასე რომ არა წარსულის შეხსენების თემა მოხსნილი იქნებოდა. მაგრამ როდესაც ცდილობთ ის დაგვაბრალოთ, რაც თქვენს დროს იყო ჩადენილი და ამით ცდილობთ თქვათ, რომ ჩვენ ერთი და იგივე ვართ და მოდით ორ ცუდს შორის ამოირჩიეთ - ვერ დაგეთანხმებით. რადგან ჩვენ თქვენ არ ვართ და არასდროს არ ვიქნებით“, თქვა დავითულიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი