საქართველოში ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა დამკვიდრდება, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ პრაქტიკის შემოღებით 34 ქვეყნის მოქალაქეს ექნება საშუალება საქართველოში ჩამოუსვლელად მოახდინონ საკუთარი კომპანიების ელექტრონული რეგისტრაცია, გახსნან საბანკო ანგარიში და სრულად ისარგებლონ საქართველოში არსებული შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმებით.
„ეს არის რევოლუციური მნიშვნელობის ცვლილება. შემოგვაქვს ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა. ამ პრაქტიკის შემოღებით 34 ქვეყნის მოქალაქეს ექნება საშუალება საქართველოში ჩამოუსვლელად მოახდინონ საკუთარი კომპანიების ელექტრონული რეგისტრაცია, გახსნან საბანკო ანგარიში და სრულად ისარგებლონ საქართველოში არსებული შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმებით. ეს გახლავთ ყველა ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფო. ყველა უწყებას მიეცემა დავალება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი გადაეგზავნება პარლამენტს. ჩვენი მიზანია, რომ მომავალი წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ეს სერვისი არსებობდეს. დღეს შეხვედრა გვექნება ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, სადაც დეტალურად ვიმსჯელებთ ამ ისტორიულ ინიციატივაზე", განაცხადა მამუკა ბახტაძემ, როგორც ამას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.