იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ სამართლებრივი სტრუქტურების პოლიტიზება ხდება, ხოლო პარლამენტი სუსტია.
როგორც წულუკიანმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საკუთარ განცხადებებში არასერიოზულობას იჩენენ, რის გამოც ხელისუფლებისთვის მათი რეკომენდაციები არაფერს ნიშნავს.
ეს ორგანიზაციები უკვე მერამდენე წელია და თვეა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინონ ზედაპირული შეფასებებით, არასერიოზული განცხადებებით და ყველანაირი სტანდარტის დარღვევით, იქნება ეს სამართლებრივ, თუ ეთიკურ ჭრილში. შესაბამისად, მათი სიტყვა უკვე პრინციპში ნიშნავს არაფერს, ეს არის ჩვენი სამოქალაქო, აი ამ კონკრეტული სექტორის ნაწილის ძალიან დიდი ტრაგედია და პრობლემა", აცხადებს წულუკიანი.
არასამათავრობო სექტორი გააკრიტიკა პარლამენტის თავმჯდომარემაც. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სამოქალაქო სექტორად ვერ ჩაითვლება 13 ქალი და 13 კაცი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.