გერმანიის კანცლერის პრესმდივნის კრისტინ ვირცის განცხადებით, ანგელა მერკელისთვის აშშ-ის მაღალჩინოსანთა მხრიდან ევროკავშირის ძალისხმევის აშკარა შეურაცხყოფა – იშუამდგომლოს უკრაინის კრიზისში, ყოვლად მიუღებელია.
ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება. ამასთან, კანცლერის პრესმდივნის განცხადებით, ანგელა მერკელი სრულად უჭერს მხარს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის – კეტრინ ეშტონის მიერ გაწეულ სამსახურს უკრაინის კრიზისის მოგვარებაში.
Youtube-ზე გავრცელდა სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი და აშშ-ის ელჩი უკრაინაში შექმნილ კრიზისზე საუბრობენ.
ჩანაწერის მიხედვით, საუბარი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე მიმდინარეობს, რა დროსაც ვიქტორია ნულანდმა ევროკავშირის მისამართით განაცხადა "Fuck the EU". მოგვიანებთ, ვიქტორია ნულანდმა ამის გამო მოიბოდიშა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.