„ზოგიერთი „კაგებეშნიკი“ კანდიდატისგან განსხვავებით, სალომე ზურაბიშვილი ევროპელი ქალბატონია, ევროპული ფესვებით“ - ირაკლი კობახიძემ მოუწოდა ოპოზიციას, შეაჩერონ ბინძური კამპანია ზურაბიშვილის წინააღმდეგ
03-10-2018, 15:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სალომე ზურაბიშვილმა შემოგთავაზათ ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია და პასუხი რა არის? გამოდიხართ და კონკრეტულ კანდიდატს, ქალბატონს უწოდებთ სამარცხვინოს“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უმცირესობის წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებას.

 

 

პლენარულ სხდომაზე, ირაკლი კობახიძემ, ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდა, საარჩევნო კამპანია „ბინძური ტერმინოლოგიის გამოყენების გარეშე“ წარმართოს.

 


მისი თქმით, ეს არის მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, სახელმწიფოებრივი თხოვნა.

 


„ეს ბინძური კამპანია რომ შეაჩეროთ, არ გინდათ? ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ წარმართულიყო ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია. ეს იყო მისი ინიციატივა. ევროპელი ქალბატონია, ევროპული ფესვებით, ზოგიერთი „კაგებეშნიკი“ კანდიდატისგან განსხვავებით. მან შემოგთავაზათ ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია და პასუხი რა არის: გამოდიხართ და კონკრეტულ კანდიდატს, ქალბატონს უწოდებთ სამარცხვინოს. აი როგორ შეიძლება, ამის შემდეგ ვიღაც გენდოთ და ვიღაც რაღაცაში გამოგყვეთ. კიდევ ერთხელ, ჩემი მოწოდება, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის არის, რომ გააჩერეთ ძალიან გთხოვთ ეს, ნუ უწოდებთ სამარცხვინო კანდიდატს. ეს არის ჩემი სახელმწიფოებრივი თხოვნა თქვენს მიმართ. აქ არ არის საუბარი პოლიტიკურ პარტიებზე. ეს არის ჩემი სახელმწიფოებრივი თხოვნა თქვენს მიმართ, რომ საპრეზიდენტო კამპანია წარმართეთ ამ ბინძური ტერმინოლოგიის გამოყენების გარეშე. ხომ არ შემოვდივარ იმის განხილვაში, ვინ არის სამარცხვინო და ვინ არ არის სამარცხვინო, სახელმწიფოებრივი თხოვნაა, ბინძური კამპანიის გარეშე წარმართეთ ეს არჩევნები“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი