ირაკლი კობახიძემ სალომე სამადაშვილს მიმართა: „სალომე ზურაბიშვილი 18 ნოემბერს საპრეზიდენტო ფიცს დადებს და თქვენ მისთვის ნაძახები გექნებათ „მოღალატე“, „სამარცხვინო“ და ასე შემდეგ“
03-10-2018, 15:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სალომე ზურაბიშვილი 18 ნოემბერს საპრეზიდენტო ფიცს დადებს და თქვენ მისთვის ნაძახები გექნებათ „მოღალატე“, „სამარცხვინო“ და ასე შემდეგ“,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის მიერ პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ის, რასაც ოპოზიცია აკეთებს, შორს არის ევროპისგან. პარლამენტის თავმჯდომარემ ოპონენტებს საარჩევნო კამპანიის შავი პიარისა და ლანძღვის გარეშე წარმართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

 


„ჩვენ ვირჩევთ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც უნდა იყოს ნეიტრალური თანამდებობის პირი. ეს ქალბატონი 18 ნოემბერს საპრეზიდენტო ფიცს დადებს და თქვენ მისთვის ნაძახები გექნებათ „მოღალატე“, „სამარცხვინო“ და ასე შემდეგ და მერე ხომ გექნებათ ის მოთხოვნა, რომ ის უნდა იყოს ზეპარტიული და ასე შემდეგ. ის მაინც იქნება ზეპარტიული, მაგრამ ძალიან ცუდ რამეს აკეთებთ,სახელმწიფოებრივად ცუდ რამეს აკეთებთ და ამიტომ გეუბნებით, ჯობია, გვერდზე გადადოთ ეს კამპანია. არ ვეძახი თქვენს კანდიდატს „კაგებეშნიკს“ მიუხედავად იმისა, რომ ჯიბეში უდევს შესაბამისი წიგნაკი და დღედაღამე გველაპარაკება რუსეთის სიყვარულზე. პასპორტი ჯიბეში მექნება თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს, გულიდან ვერ წაშლით რუსეთის სიყვარულსო - ამას ამბობდა გრიგოლ ვაშაძე და დაამთავრეთ საუბარი ამ ღალატზე და სამარცხვინოზე. შორს არის თქვენგან ევროპა და დასავლეთი, ძალიან შორს არის, მაგრამ გარეგნულად იქნებ მიემსგავსოთ ამ ყველაფერს. ეს არის სახელმწიფოებრივი თხოვნა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შავი პიარის, ლანძღვის, გინების, უბედურების და რაღაცების გარეშე, წარმართოთ საარჩევნო კამპანია ისე, როგორც ეკადრება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ვართ ევროპული სახელმწიფო. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს პრეტენზია ევროპელობაზე და თქვენ რასაც აკეთებთ, ის ძალიან შორს არის ევროპისგან და დასავლეთისგან. ჩვენ გვინდა, ნაბიჯ-ნაბიჯ წავიდეთ აქეთკენ და ასეთი კამპანიით, რასაც თქვენ წარმართავთ, ჩვენ მეტად ვერ დავახლოვდებით ნამდვილად ევროპასთან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი