„ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ, 2 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებას „უკიდეურესად სახიფათოს" უწოდებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი.
„სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება არის უკიდურესად სახიფათო არამხოლოდ ეთნიკური შუღლის გაღვივების თვალსაზრისით, ასევე იმ თვალსაზრისით, რომ სამცხე-ჯავახეთში - ამ რეგიონში უკვე მრავალი წელია, უკვე აქტიურად მუშაობენ რუსეთის სპეცსამსახურები, რუსეთის პროპაგანდა იმისთვის, რომ გააღვივონ ანტითურქული და ანტიდასავლური განწყობები. როდესაც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ჩადის ამ რეგიონში და საუბრობს პირდაპირ რუსეთის პროპაგანდის ენით, გზავნილებით ეს არის პირდაპირ დარტყმა ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესზე, რაც შეეხება ამ ქვეყნის ინტეგრაციას ნატო-ში", განაცადა სალომე სამადაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა ახალქალაქში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ახალქალაქში შეკრებილ ამომრჩეველს შეახსენა, როგორ აძლევდა საქართველოს მოქალაქეობას წარმოშობით თურქებს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
„პრეზიდენტი ანიჭებდა თავისი ნებით მოქალაქეობას, ანუ ერთ დროს, წინა პრეზიდენტი, რომელსაც მე არ ვახსენებ საერთოდ, უხსენებელს ვეძახი, არ ვიცი სომხურად თუ არის ეს სიტყვა. ის ურიგებდა ზოგ თურქ მოქალაქეებს, რომლებიც ჩამოსული იყვნენ ბათუმში, მაგრამ არანაირად დაკავშირებული საქართველოსთან მანამდე. ახლანდელი პრეზიდენტი უარს ამბობს ხშირად და არავინ არ იცის, რა კრიტერიუმებზე დაფუძნებული", განაცხადა ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.