ვანის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა მერის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა
03-10-2018, 15:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში ოთხშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა.

 


თათბირს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვანის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ივანე სანადირაძე დაესწრნენ.

 

 

შეხვედრაზე მოისმინეს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მდგომარეობის შესახებ, ასევე მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში პროექტში "დანერგე მომავალი", ახალი კომპონენტის შეტანის შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია.

 


პროექტი „დანერგე მომავალი“ -ს განხორციელება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ 2015 წლის მარტში დაიწყო. პროექტის მიზანია, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება.

 


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვანის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ივანე სანადირაძემ მერის წარმომადგენლებს კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტი გააცნო.

 


ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად, სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს ახალი ქვეკომპონენტი - „კენკროვანი კულტურები“ დაემატა. ქვეკომპონენტის ფარგლებში, განსაზღვრულ რეგიონებში, დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში; 100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულებაც; საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსდება ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების ღირებულების 100%.

 


მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, 9 ოქტომბერს იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე ვანის მუნიციპალიტეტში ჩამოვა და რეგიონალურ წარმომადგენლებთან ერთად გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის საკითხებში დეტალურ ინფორმაციას პირადად მიაწვდის ადგილობრივ მოსახლეობას.

 


9 ოქტომბრის შეხვედრების განრიგი ასეთია:

 


11:00-12:30 სთ შუამთის ადმინისტრაციული ერთეული : შუამთა, მთისძირი, ტობანიერი, ყუმური, მუქედი, ციხესულორი ,ქ.ვანი.

 


13:00-14:30 სთ დიხაშხოს ადმინისტრაციული ერთეული: ზედავანი, გადიდი, სულორი, ძულუხი, სალხინო, ბზვანი.

 


15:00-16:30 სთ ზეინდრის ადმინისტრაციული ერთეული: ამაღლება საპრასია,ზეინდარი, გორა, უხუთი, ფერეთა, სალომინაო.

 


შეხვედრის ადგილის შესახებ მოსახლეობას ეცნობება, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების მიერ.

 

 

ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი