აღმოსავლეთ სარდლობაში სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2018“ მიმდინარეობს
03-10-2018, 16:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირობით პასუხისმგებლობის რაიონში სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2018“ მიმდინარეობს. სწავლებას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე ხელმძღვანელობს და მასში 700-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

 


„ქარიშხალი 2018“-ში ძალების მიზიდვის გარეშე ჩართულია აღმოსავლეთ სარდლობაში შემავალი ყველა ქვედანაყოფის შტაბი. სამეთაურო-საშტაბო სწავლება ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში, აღმოსავლეთ სარდლობის შტაბსა და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების შტაბებს შორის კოორდინირებული მოქმედებების და სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დახვეწას, კავშირგაბმულობის სისტემების დატესტვას, ასევე შესაძლებლობების შეფასებას ისახავს მიზნად.

 


სწავლების მთავარი ამოცანას აღმოსავლეთ სარდლობის შტაბისა და დაქვემდებარებული შენაერთების შტაბების მიერ საბრძოლო ვითარებასთან მიახლოებულ გარემოში სამხედრო ოპერაციების დაგეგმვა და აღსრულება წარმოადგენს.

 


ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი