ინდონეზიაში, ჩრდილო სუმატრას დედაქალაქის საცხოვრებელ უბანში, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 30 ადამიანი დაიღუპა.
abc.net.au -ს ცნობით, სატრანსპორტო თვითმფრინავი ქალაქ მედანის საჰაერო ძალების ბაზიდან ნათუნას კუნძულებისკენ მიემგზავრებოდა. იგი აფრენიდან რამდენიმე წუთში დღეს დილით ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე ქალაქ მედანში დასახლებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა და რამდენიმე სახლს, სასტუმროს და ავტომობილს დაეჯახა.
ინდონეზიის მთავრობის ცნობით, ამ დროისთვის კატასტროფის ადგილას მიმდინარეობს სამძებრო და სამაშველო სამუშაოები. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ მსხვერპლთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ინდონეზიის სამხედრო ძალების პრესსპიკერის, ფუად ბასიას თქმით, თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. მათგან ხუთი ადამიანის ცხედარი უკვე იპოვეს. არიან დაშავებულებიც. 11 ადამიანი უკვე გადაიყვანეს ახლოს მდებარე საავადმყოფოში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.