„ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნატო ჩხეიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს მიმართა.
ჩხეიძემ საკუთარი გამოსვლა ლავრენტი ბერიას მარჯვენა ხელის, ბახჩო ქობულოვის მისამართით მიხეილ ჯავახიშვილის მიერ ნათქვამი ფრაზით დაიწყო და განაცხადა, მართალია, ჯავახიშვილი დახვრიტეს, მაგრამ ყველამ იცის ვინ არის მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი და ვინ ბახჩო ქობულოვი.
„მიხეილ ჯავახიშვილმა ბახჩო ქობულოვს უთხრა ერთხელ - კალმის წვერზე მიზიხარო. მართალია, მიხეილ ჯავახიშვილი 1937 წელს დახვრიტეს, მაგრამ ეს კალმის წვერი მერე თაბახის ფურცლებად იქცა და ახლა ყველამ ვიცით, ვინ არის მიხეილ ჯავახიშვილი და რა არის ბახჩო ქობულოვი.
უნდა მივმართო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს - კალმის წვერზე მიზიხართ. უნდა ვამხილო ირაკლი კობახიძე ჩემი ოჯახის მიმართ მიზანმიმართული სიცრუის გავრცელებაში. უნდა განვმარტო, რომ „ოცნებას" არავითარი წვლილი არ აქვს ზაზა ოქუაშვილის ბიზნესის დაბრუნებაში, „იბერიას" დაბრუნებასა და თვით მის დაბრუნებაში, როგორც ამას წარბშეუხრელად ბრძანებს ბატონი თავმჯდომარე.
2013 წელს ზაზა ოქუაშვილმა თვითონ, „ოცნების" დახმარების გარეშე დაიბრუნა ტელეკომპანია „იბერია", მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „იმედს" უჩივლა სასამართლოში, თუმცა სასამართლო აღარ გამართულა. ტელეკომპანია „იმედმა", ასე ვთქვათ, კეთილი ნებით ტელეკომპანია „იბერია" გადასცა თავის კანონიერ მფლობელს. ასე რომ, არაფერი მოუმოქმედებია „ოცნების" მთავრობას სასიკეთო ზაზა ოქუაშვილის მიმართ, მათ შორის, არც სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. სულ პირიქით კი, რამდენიც გნებავთ.
ხოლო მათ, ვისაც ძალიან უკვირს, რად უნდოდა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს ზაზა ოქუაშვილისგან ბანკის საშუალებით დარეკეტებული 4 მილიონი, მათთვის განვმარტავ - სწორედ იმიტომ, რისთვისაც უნდოდა თითო კოლოფი სიგარეტიდან 2.5 თეთრი", განაცხადა ნატო ჩხეიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.