„იმაზე მეტს გაიგებთ, რომ გაგიკვირდებათ“, უთხრა მედიას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში შესვლისას და დაამატა, რომ ვრცელ კომენტარს სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებს.
„სასამართლოში შევალ, გამოვალ და ყველაფერს მოგახსენებთ, იმაზე მეტს გაიგებთ, რომ გაგიკვირდებათ და ამიტომ მაცადეთ, გამოვალ და ყველაფერს გეტყვით“, განაცხადა ლევან ყიფიანმა.
მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო. საქმის შესწავლა 180-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.