მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილზე საუბრობს: ეს ქალბატონი გამოიყურება, როგორც ფსიქიატრიულად სრულიად გაუწონასწორებელი, მაგრამ ძალიან უცნაურად ემთხვევა მისი სიგიჟეები ერთი ერთზე იმას, რაც ძალიან სურს რუსეთს
03-10-2018, 18:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდნეტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება.

 

 

სააკაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები „უცნაურად ემთხევავა" იმას, რაც რუსეთის ფედერაციას სურს.

 

 

„ჯერ ერთი, როდესაც ჩვენ ვაძლევდით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, მე ვაძლევდი, 99% შემთხვევაში ეთნიკურ ქართველებს, რომლებიც არიან თურქეთში, არიან საქართველოს პატრიოტები, საუბრობენ ქართულად და საქართველოსთვის იბრძოდნენ მთელი ცხოვრება. ეს არის დიდი განსხვავება იმისგან, რაც ხდება ახლა, როდესაც თურქეთიდანაც და სხვა ქვეყნებიდანაც შემოყარეს და შემოვიდა, ვისაც არ ეზარება იმიტომ, რომ ყველა კონტროლი მოხსნილია, ამ მხრივ მართლაც მორღვეულია ჩვენი საზღვრები ივანიშვილის დროს.

 


რაც შეეხება ახალქალაქს, ახალქალაქში თავის დროზე მე გავიყვანე გზა, ახალქალაქი იყო მოწყვეტილი, ჩვენ გავიყვანეთ იქიდან რუსული ბაზა, ჩვენ ავაშენეთ რკინიგზა და სარკინიგზო ცენტრი და ჩვენ ახალგაზრდობას ქართული ვასწავლე,. ჩვენ ამ რეგიონის ინტეგრირება მოვახდინეთ. მე ძალიან მიყვარს იქაურები და ძალიან ბევრი რაღაც გავაკეთე მათთვის.

 


ის, რასაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, ის საუბრობს არა ჩვენს სომხებზე, რომელთაც აქვთ საქართველოს მოქალაქეობა, ის საუბრობს ეთნიკურ სომხებზე, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას, 90%-ს აქვს რუსეთის მოქალაქეობა და ის ჰპირდება მათ, რომ დააკანონებს ორმაგ მოქალაქეობას რუსეთის მოქალაქე სომხებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის ის, რის საფუძველზეც რუსეთი ყირიმში შევიდა, რის საფუძველზეც, ვითომ, ცხინვალსა და აფხაზეთში შემოვიდა.

 

 

ეს ქალბატონი გამოიყურება, როგორც ფსიქიატრიულად სრულიად გაუწონასწორებელი, მაგრამ ძალიან უცნაურად ემთხვევა მისი სიგიჟეები ერთი ერთზე იმას, რაც ძალიან სურს რუსეთს. ამგვარად, ეს მე მგონი, სიგიჟე არ არის, ეს არის ჩვეულებრივი სახელმწიფო ღალატი. მე მგონი, ეს არის ძალიან საშიში და ეს ჩვენს ხალხს კარგად ესმის. ჩვენ ამას არ დავუშვებთ - მოღალატე ვერ გახდება პრეზიდენტი", განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი