საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო კონტროლი კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე არ შეიძლება განხორციელდეს, თუ ეს არ ხდება საგამოძიებო კომისიის ფარგლებში.
„ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელის ზაზა ოქუაშვილის პოზიციას, გამოძიებისთვის ჩვენების მიცემის თაობაზე უარის შესახებ, თამარ ჩუგოშვილი ფიქრობს, რომ ეს კიდევ უფრო მეტ ეჭვს აჩენს ბრალდებების შინაარსთან დაკავშირებით.
„სხვა ფორმატების გამოყენება ამისთვის უბრალოდ არ არის სწორი, რადგან ჩვენ ვიჭრებით სხვადასხვა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების კომპეტენციაში. ეს არის კონსტიტუციური პრინციპი ხელისუფლების გამიჯვნის. თუ ჩვენ გვინდა საქმის გამოძიება, ეს გამოძიება საპარლამენტო უმცირესობამ კი არ უნდა აწარმოოს, ის ფიგურანტები, რომლებიც საუბრობენ დანაშაულის ჩადენაზე, მათ კეთილი უნდა ინებონ, მიბრძანდნენ პროკურატურაში და მისცენ ჩვენებები.
ადამიანმა დააბრალა მთელ სახელმწიფოს რაღაცა სასწაული დანაშაულების ჩადენა და უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე. ზუსტად ასეთი ქცევები აჩენს ეჭვს, რომ ამ ყველაფერში მთლად ისე არ არის საქმე, როგორც ის საუბრობს“, აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.