მე ქალბატონ სალომე ზურაბიშვილში ღირსეულ ადამიანს ვხედავ, აღნიშნული განცხადება ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი კოპაძემ „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ბორჯომელ მხარდამჭერებთან შეხვედრისას გააკეთა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ დამოუკიდებელ კანდიდატს. სრულიად ახალი სტანდარტი ყალიბდება და ახალი სიტუაციაა, როდესაც მმართველმა გუნდმა, რომელსაც აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელსაც აქვს ყველა ის ძალაუფლება ხელში, გადაწყვიტა, რომ ახალი პოლიტიკური სტანდარტი დაწესდეს და მოვიდეს დამოუკიდებელი კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტად. რა თქმა უნდა, აირჩა საუკეთესო, 20-ზე მეტი კანდიდატია როგორც ვიცი, მაგრამ, პირადად ჩემთვის, რიგითი მოქალაქისთვის, მთავარია, ამ ადამიანებში იყოს ღირსება და მე ქალბატონ სალომე ზურაბიშვილში ღირსეულ ადამიანს ვხედავ“, განაცხადა გიორგი კოპაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.