ისეთი ადამიანი, როგორიც არის სალომე ზურაბიშვილი, არასდროს შეეგუება იმას, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები ირღვეოდეს, განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ბორჯომის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
ფოფხაძის თქმით, „სალომე ზურაბიშვილი არასდროს შეეგუება ისეთ რეალობას, რომელშიც 2012 წლამდე გვიხდებოდა ცხოვრება“.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ადამიანს, რომელმაც ჩვენთან ერთად გამოიარა ტერორი, „საკნების აქციები“ და ის არასდროს იყო ჩვენგან შორს. ჩამოვიდა საფრანგეთიდან და გვერდში დაუდგა საკუთარ სამშობლოს. ჩვენი ბრძოლის კიდევ ერთი გაგრძელება იქნება მისი მხარდაჭერა პრეზიდენტობის პოსტზე. საქართველოს სჭირდება ასეთი პრეზიდენტი“, აღნიშნა მან.
გედევან ფოფხაძემ მოსახლეობისთვის სიტყვით მიმართვისას ყურადღება სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციაში გადასვლის პერიოდზე გაამახვილა და იპოდრომზე მისი გამოსვლის შესახებ ისაუბრა.
„მახსოვს 2006 წელს გამართული შეხვედრა, როდესაც ქალბატონი სალომე ოპოზიციაში ახალი გადასული იყო. ჩამოსული გახლდათ ბორჯომში. იმ შეხვედრას ჩვენთვის ძალიან იმედიანი ხასიათი ჰქონდა, რადგან ეს იყო ახალი ტალღა ქართულ პოლიტიკაში. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ძალიან დიდი გამოცდილებით იყო აღჭურვილი, რომელსაც ჰქონდა საერთაშორისო კავშირები და ჰქონდა ძალიან დიდი პორფესიული ღირსებები, მაშინ გადაუდგა სააკაშვილის რეჟიმს. ყველას გვახსოვს იპოდრომზე გამართული შეხვედრა და ქართულ საზოგადოებაში არსებული ემოცია, რომ არის რესურსი ვიბრძოლოთ ადამიანის უფლებებისთვის“, განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.