„ნატო-ს მხრიდან არსებობს მზაობა თანამშორმლობის დინამიკის გაზრდისთვის“ - საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
03-10-2018, 19:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

 

 

„ნატოს გენერალურმა მდივანმა ცალსახად აღნიშნა იმ პროგრესის შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს დემოკრატიული განვითარების გზაზე და განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში ჩვენი შესაძლებლობების ნატოს სტანდარტებთან დაახლოების მიზნით“, განაცხადა ლევან იზორიამ ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხები ლევან იზორიამ იენს სტოლტენბერგთან ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში მიმდინარე თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში განიხილა. მხარეებმა ყურადღება მომავალ წელს საქართველოში დაგეგმილ მასშტაბურ ნატო-საქართველოს სწავლებაზე გაამახვილეს, სადაც ნატოს წევრი და პარტნიორი დაახლოებით 28 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ლევან იზორიას განცხადებით, აღნიშნული გარემოება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით სამაგალითოა.

 

 

უწყების ინფორმაციით, ორმხრივ შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის ასპექტში არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების წარმატებული განხორციელება. „ახლო მომავალში დავხურავთ ამ პრაქტიკულ მექანიზმს და გათვალისწინებულ ინიციატივებს. ეს გვაძლევს საფუძველს ვიმსჯელოთ ახალ დინამიკაზე, თანამშრომლობის უფრო გაფართოებაზე მთავარი სტრატეგიული მიზნის განხორციელებისთვის - საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის. არსებობს მაქსიმალური მხარდაჭერა და მზაობა ამ დინამიკის არა მხოლოდ შენარჩუნებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ის მომავალ წლებში უფრო მზარდი იყოს“, აღნიშნა ლევან იზორიამ.

 

 

მინისტრმა ასევე, ხაზი გაუსვა მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას, სადაც ქართულ მხარეს შესაძლებლობა აქვს ნატოს სამიტის შემდეგ რამდენიმე თვეში ალიანსის წევრი ქვეყნების მინისტრებს საქართველოში განხორციელებული რეფორმები გააცნოს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი