სპორტის ყოფილი მინისტრის ადვოკატი: ლევან ყიფიანი აპირებს, ზაზა ოქუაშვილს უჩივლოს
03-10-2018, 20:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სპორტის ექსმინისტრის, ლევან ყიფიანის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ აქვთ მიღებული, სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით აპირებს ჩივილს ყიფიანი ზაზა ოქუაშვილისთვის, თუმცა სპორტის ყოფილი მინისტრი საჩივრის შეტანას აუცილებლად გეგმავს. ადვოკატის თქმით, დღეისათვის მის ხელთ არსებული მასალების მიხედვით, ყიფიანის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.

 

 

„ზაზა ოქუაშვილმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, როდესაც თქვა, რომ ერთჯერადად მოხდა თანხის გატანა. ბანკიდან სამჯერ მოხდა თანხის გატანა. სხვადასხვა დღეს მოხდა. 16 აპრილი იყო, თუ არ ვცდები, როდესაც პირველად მოხდა თანხის გატანა. ის, რა მოცემულობაც ბატონმა ლევანმა წარმოადგინა, არის, რომ ჩანაწერების რაღაც ნაწილი ერთობლივად იქნა შექმნილი. ის ნაწილიც, რომელიც ერთობლივად იქნა შექმნილი, დამონტაჟებულია, რაღაც ხმის დადებაა.

 

 

იმედია, გამოძიება მოგვთხოვს ამის დამადასტურებელს და ჩვენ წარმოვადგენთ. ლევან ყიფიანს ჩანაწერები არ აქვს. პირველივე დაკითხვაში ყიფიანმა განაცხადა, რომ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე ჩანაწერები იყო დამონტაჟებული. მისი ნებაა, მივიდოდა თუ არა. ჩვენ ვაპირებთ, ვუჩივლოთ ზაზა ოქუაშვილს. პირველი ეს არის პატივისა და ღირსების შელახვა და შემდგომი თემა არის, რომ მოვითხოვთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას. რაც შეეხება ე.წ. სარდაფის ეპიზოდს, ყიფიანი ამას არ ადასტურებს“, განაცხადა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი