სოფლის მეურნეობის სამინისტრო: წელს საქართველოში ხორბლისა და ქერის რეკორდული მოსავალია
30-06-2015, 04:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი დედოფლისწყაროში, შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცესს დაესწრნენ.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, წელს საქართველოში ხორბლისა და ქერის რეკორდული მოსავალია, რასაც ხელი კლიმატურ პირობებთან ერთად, სწორად შერჩეული სათესლე მასალისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებამ შეუწყო.


კახეთის რეგიონში ხორბლის ნათესი ფართობი 35 ათას ჰექტრამდეა. წინასწარი მონაცემებით, წელს 118 404 ტონა ხორბალს ელოდებიან. ჯამში წელს საქართველოში ხორბლის მოსავალი 166 ათას ტონაზე მეტი იქნება.


შირაქისა და ტარიბანის ველებზე ქერის საშუალო მოსავლიანობა 1 ჰექტარზე 4-დან 7 ტონამდე მერყეობს. ფერმერთა განცხადებით, წელს 1 ჰექტარზე 7 ტონა და 400 კილოგრამი ქერი მოიმკა.


მინისტრის განცხადებით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს მარცვლეული კულტურების წარმოების ხელშეწყობის მიმართულებით, რათა მომავალი წელი კიდევ უფრო უხვმოსავლიანი იყოს.


სამინისტროს მხარადჭერით მარცვლეული კულტურების ჯიშთა გამოცდის პროექტი ხორციელდება, რაც ქვეყანაში დარაიონებული და გამოცდილი ჯიშების გავრცელებას უზრუნველყოფს. შირაქის ველზე, 17 ჰექტარზე ფერმერ გიორგი თეთრაშვილს ახალი გერმანული ჯიშის ხორბალი ჰქონდა დათესილი. ფერმერმა წელს ჰექტარზე 5 ტონამდე მოსავალი აიღო, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის სამჯერ მეტია.


ალოობაზე სოფლის მეურნობის სამინისტროს შპს მექნიზატორის 30 ერთეულამდე კომბაინი მუშაობს. „მექანიზატორის“ თანამედროვე და მაღალი ხარისხის ტექნიკა მოსავლის უდანაკარგოდ აღებას უზრუნველყობს.


სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად შირაქის ველზე მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და დავით გალეგაშვილი და შპს „მექანიზატორის“ გენერალური დირექტორი ზვიად ჩხაიძე იმყოფებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი